ფრაგმენტი ლექსიდან `მიმართვა კოლხიდას”
19
დეკ
2025
პაოლო იაშვილი
დილა ვადიდო ცისფერ თვალება
და ამაღლება ადამიანის.
იქნება ძნელი პოეტის ტვირთი
მემატიანის თქმა არ მჩვევია:
მაგრამ მე ხალხის სიხარულს ვითვლი
რაც შენს გარშემო შემიმჩვევია.
ხან მდინარესთან შეხლა მიტაცებს
თან ვაწყობ ლექსად შეტევას გმირულს;
ვხედავ ბავშვივით მოღიმარ კაცებს
ვხედავ ბალახის წვეტიან ფირუზს.
ვხედავ ჩემია შენი სამყარო
მე შემომღიმის, მეც ვეღიმები,
ამაზე უფრო რით გავახარო
ჩემი ღარიბი ჩანგის სიმები.