ფრთაგაუშლელი მომწყვიტე ბუდეს ..
19
მაი
2025
ზაურ ბოლქვაძე
ფრთაგაუშლელი მომწყვიტე ბუდეს
და ყველაფერი ოცნებად დამრჩა.
იმ კარგ დღეთაგან მოპარულ წუთებს
ახლა სხვებისგან მალულად ვხარჯავ...
მხარზე დამადე მზრუნველი ხელი,
თავისუფალით მასუნთქე სუნთქვით,
წაიღე შენი ოცდაცხრა წელი,
მომეცი ჩემი ოცდაცხრა წუთი!