ფშაველო ქალავ...
10
მაი
2026
ანა კალანდაძე
ფშაველო ქალავ, თულუხი
ზურგზე მოიგდე თოკითა...
გამოგედევნა არაგვი
მთიდან მოსული როკვითა...
რო შემოგძახის მუდარით,
ეს მისი ლურჯი ზვირთია:
- დედუკავ, ჩემო დედუკავ,
ბატარას დაიცდიდია,
ჩემ ნაპირს ჩამოჯდებოდე,
დამამშვიდებდე მითია...
ნუ დააგზნებდე უფრორე,
გულში რომ ცეცხლი მინთია...
რისთვის წაიღებ წყაროს წყალს,
ჩემზე ლამაზი რითია?