პირ ზამბახნი
5
იან
2025
ბესარიონ გაბაშვილი
პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი?
სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი;
ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობის,
ყორნის-ბოლო მშვილდ-ქამანდი სადარი?
გიშრის ტბანი განზიდულან სადარად,
წარბთა და წამწამთ ისარნი სად არი?
შენი ტრფობა საიდუმლოდ მესახა,
ეშხთ მიზეზნი სურვის ბანგი სადარი?
დიახ გშვენის ეგ სირტურფე ნაზობა,
ბესიკის მოლხენის დანგი სადარი?