პირველ სიმდაბლეს აღეკარ
23
იან
2026
ბესარიონ გაბაშვილი
პირველ სიმდაბლეს აღეკარ,
მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი,
წყალობით ძალთა მფენანი!
ვით საწოლს შიგან ურიდად
არ გექმნეს ბრძოლად ტვენანი,
არცა გულისა კბენანი!
ცხენს ნუ შეიწყვდევ რაზმს გარე,
გაქვნდეს ხლტომა და ფრენანი;
ამხანაგთ ექმნა ლხენანი!
ასი ათასთა მგონები,
გახლდეს ცხენთათვის შვენანი,
მტერთ ზარის გამათენანი!