პოეტი არის
30
მარ
2026
ტერენტი გრანელი
პოეტი არის
ყოველთვის ერთი.
პოეტი არის
ყოველთვის ღმერთი.
პოეტი არის
ყოველთვის გედი.
მოვიდა ქარი,
წავიდა ბედი.
პოეტი არის
პოეტი მხოლოდ.
და სიკვდილია
პოეტის ბოლო.
პოეტი არის
ყოველთვის მარტო,
პოეტი არის,
პოეტი დარდობს.
პოეტი არის
ყოველთვის ერთი.
პოეტი არის
ყოველთვის ღმერთი.