პორტი
30
იან
2025
ოთარ ჭილაძე
ჩემს ძმას
იქნევდა ჩრდილებს და ჭრიალებდა
მძიმე ჯაჭვებით დაბმული გემი.
თავებს ახლიდნენ ნავები ნავებს,
ზიდავდნენ კასრებს მკაცრი კაცები.
ყვიროდა ვიღაც და სველ თოკებში
იხლართებოდა ზღვაც და ხმელეთიც
და ლაპლაპებდა მზეზე მედუზა
და ანკესების გრძელი კისერი...
ის კი, სხებისთვის შეუმჩნეველი,
ქვის მოაჯირზე იჯდა თავისთვის.