ქალიშვილი, რომელსაც უყვარს
11
მაი
2026
მუხრან მაჭავარიანი
ქალიშვილმა,
რომელსაც უყვარს
ბალახი და წვიმა, -
მე გული მთხოვა
ერთ საღამოს
იმ ქალიშვილმა... ...და მე დილამდე
ქუჩებში ვიარე...
შინ რომ მოვედი,
გულაღმა დავწექ,
ხელები თავქვეშ
ამოვილაგე...
ქალიშვილმა,
რომელსაც უყვარს
ბალახი და წვიმა, -
მე ყველაფერი შემაყვარა
იმ ქალიშვილმა...