ქარი არხევდა ყვითელ ნათურას ..
15
მაი
2026
ოთარ ჭილაძე
ქარი არხევდა ყვითელ ნათურას
და უზარმაზარ კალიებივით,
კედლებზე ხტოდნენ ჩვენი ლანდები.
ქარი არხევდა ყვითელ ნათურას
და გროვდებოდნენ ნათურის შუქზე
ძაღლები, მთვარეს მონატრულები.
ყვითელ ნათურას და ყვითელ კედლებს,
ყვითელ ქვაფენილს და ყვითელ ძაღლებს
შეუბრალებლად არხევდა ქარი.