ქარი ეწვია ყვავილს
7
ივლ
2025
ტერენტი გრანელი
ქარი ეწვია ყვავილს
და მე სიკვდილთან ვდგევარ.
მაღლა დაფრინავს ყვავი
და ღრუბლიანი დღეა.
ეს ხელებია ჩემი,
ცისფერ ქვეყანას ვხედავ.
სადღაც ტირიან ცრემლით,
სადღაც მარხავენ ცხედარს.
უკვე გავიდა წელი,
რა ვქნა, ვღონდები ასე.
ძირს გაშლილია ველი
და სილურჯეა მთაზე.
ქარი ეწვია ყვავილს
და მე სიკვდილთან ვდგევარ.
მაღლა დაფრინავს ყვავი
და ღრუბლიანი დღეა.