ქარით დაცვეთილ ყვავილებს ატმის ..
25
სექ
2025
ზაურ ბოლქვაძე
ქარით დაცვეთილ ყვავილებს ატმის,
ფერდაკარგულებს სამარადჟამოდ, -
ელის მაღალი სვეტები ნათლის
და უდაბნოში გამირაჟება.
იმზირებიან ვარსკვლავნი ზეცით
და მათს მზერაში წაიკითხება
ზღაპარი შენი ქალური ბედის -
ვკითხულობ მას და ძილი მიტყდება.