ქორი,იხვი და კაკაბი (იგავ-არაკი)
30
ივლ
2025
სულხან-საბა ორბელიანი
ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება.
იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა.
ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც ჭანგიდამ დაეხსნა და წაუვიდა. ვეღარც კაკაბს მოეწია და ორივ დაეკარგა.