რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ ..
13
დეკ
2025
გიორგი ლეონიძე
რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ,
გამაგებინე - რა ლექსი გინდა,
რომ არ მომეცი მე მყუდროება,
არც წყალი მასვი მე გემო წმინდა.
რად დამიგრიხე ხორხზე საბელი
და ფრთაში წყლული რად გამიჩინე,
რად აკვლევინე კაენს აბელი,
რომ ერთი ძმაც კი არ შემირჩინე...