რა მშვენიერია ცა საქართველოსი ..
11
თებ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
რა მშვენიერია ცა საქართველოსი,
საბჭოთა ტყე-ველი, ზღვა!
ასეთი წარმტაცი, ასეთი ლამაზი
ვერ ნახოთ თქვენ მხარე სხვა...
ჩემო სამშობლოვ, ველად გაშლილო,
ვუმღერ შენს დიად მზეს -
გმირთ ვაჟკაცობას, ახალგაზრდობას,
უძლეველსა და მხნეს!