რა შეიძლება რომ ნახოს თვალმა ..
17
ივნ
2026
ოთარ ჭილაძე
რა შეიძლება რომ ნახოს თვალმა
ამ თეთრ, ამ მტვრიან და ამ ცხელ გზაზე...
მხოლოდ ხეები, რომლებიც თითქოს
ყოველთვის შენთან ერთად მოდიან,
მხოლოდ ხეები, რომლებიც თურმე,
ერთმანეთს მარტო შორიდან ჰგვანან...
და მე ვგრძნობ, როგორ ემატებიან
ისინი ჩემთვის ძვირფას სახეებს.