რა ვქნა, მე სუსტმა და ასე მწირმა
22
აგვ
2025
ტერენტი გრანელი
რა ვქნა, მე სუსტმა და ასე მწირმა,
ჩემი მორჩენა არის გვიანი.
ჩემს გვერდით უცებ გაშალეს შირმა,
ჩემს გვერდით კვდება ადამიანი.
რა ვქნა, მე სუსტმა და ასე მწირმა,
და არი კვირა, დღეა მზიანი.
ჩემს გვერდით უცებ გაშალეს შირმა,
ჩემს გვერდით მოკვდა ადამიანი.