რა ვქნა,მტერია დაუნდობელი
20
აგვ
2026
ტერენტი გრანელი
რა ვქნა, მტერია დაუნდობელი,
სისხლის წვეთები ძირს ეცემიან.
მოგონებაში ელავს სოფელი,
მოგონებაში მამის ცრემლია.
მოდის ცისფერი და რაღაც შავი,
და სადღაც გაღმა გაისმა სროლა.
ესენინივით მოვიკლა თავი
თუ სიცოცხლისთვის განვაგრძო ბრძოლა?
სადღაც ქანაობს გემის აფრები,
ირგვლივ საგნების ჩუმი ძილია.
სხვას უკავია ფრთა გასაფრენი
და ჩემი ფრთები შეკვეცილია.
ადამიანი არ ჩანს სრულიად,
გარშემო სუფევს ქარი და ნისლი.
გარშემო ზღუდე აღმართულია,
მე თვითმკვლელობის გარდა, რა მიხსნის?