რატომ ამიცრემლე თვალები ცისფრად? ..
23
სექ
2026
ზაურ ბოლქვაძე
რატომ ამიცრემლე თვალები ცისფრად?
რატომ გამიყინე მე თოვლი თმებში?
რატომ ჩაიწია საფლავის მიწა
ამ თეთრი აპრილის თვეში?..
რატომ ჩაიზნიქა საფლავი შენი?
რისი ბრალი არის, ნეტავ?
აპრილის ჰაერი, ყვავილთა მტვერით,
ხომ არ ჩაისუნთქე, დედავ?!