როდესაც სული...
11
დეკ
2025
თამაზ ჭილაძე
როდესაც სული დაიწყებს კივილს,
ენძელასავით ჩუმი და მორჩხვი,
აი, ეს არის, ეს ნიშნავს ტკივილს,
თუმცა რა არის ტკივილი ხორცის.
კი არ მიყვარდი,არამედ მწამდი,
ესეც დაიმსხვრა, დარჩა სიჩუმე
და ამ სიჩუმის ზღვაში მიცურავს
ჩამავალი მზე გახეთქილ წარბით.