როდისღა უნდა გათენდეს ..

როდისღა უნდა გათენდეს, რა ძნელად არი ბნელია?
გზა არ იგება არსაით, დრო არი საშინელია.
იმალვის ტყეში სუყველა, ჩერდება ტურა, მგელია.
წვიმაა გასაკვირველი, ალბათ გაჯავრდა ელია.