როგორც ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყები..
8
ივნ
2026
გრიგოლ აბაშიძე
როგორც ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყები
უმწეონი და შეუბუმბლავები,
წუთისოფლის უწესრიგობას რომ ვაწყდებით,
გვიკვირს, როგორ ვუმკლავდებით!
არყოფნის შვილებს ბევრი რამე გვეუცხოვება,
ღვთის იმედად ვართ, მხოლოდ დამხოლოდ...
სულ ასე მიდის უთავბოლოდ ჩვენი ცხოვრება,
უსასრულობას რადგან არა აქვს თავი დაბოლო.