როგორც სიზმარი
21
იან
2026
გალაკტიონ ტაბიძე
კვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას,
ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას,
მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სითყვის მიგებას
ჩემი წარსულის მჭერმეტყველ ენას.
იყო ცხოვრება შხამიანი და მოსისხარი,
ღამეა იგი თუ დღე ცისმარე.
წელიწადთ რიგი საშინელი და საზიზღარი
გადვიდა, როგორც ავი სიზმარი.