რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!
16
თებ
2026
ანა კალანდაძე
ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
ლოცვით, გალობით, ახლა ვინც კვდება!
ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა,
იწვიმებს სისხლი, დადგება ტბებად...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება!
არა გაქრობა, - აღდგომა მკვდრეთით!
არა დალევა, - მრავლობა შვილთა,
რომ... გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა
და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!