რომანსი
რომანსი
ორიგინალის ავტორი: ალექსანდრე პუშკინი. ქართულად: რაფიელ ერისთავი.
(პუშკინიდგან).
შემოდგომა. ცა ავდრიანობს. ბინდით მოცულა არე და მარე,
უდაბურსა ადგილს ყმაწვილი ქალი, ვიღაც დიაცი სჩანს მომდინარე,
უჭერია ხელში თოთოდღეული, ცოდვისა შვილი, ტრფობის ნაყოფი...
ჩუმობა არის: სჩინავს სუყველას, რაც კი რამეა ამ დროს აქ მყოფი...
შესდგა დიაცი შუშანებული, იყურებოდა აქეთ-იქითა,
ამოიკვნესა და დასცქეროდა უმანკო შვილსა უყურადებითა...
ქალმა ცოდვილმა წარმოსთქვა მჭერეთ, რომ გაამჟღავნოს თვისი ვნებანი:
«შენ გძინავს, შვილო, შვილო ტანჯვისავ, არ გესმას ჩემი მწუხარებანი!
თვალს რომნ გაახელდა ცრემლიანი, ვერ მომეკვრები დედას გულზედა,
ვეღარა ჰნახავ უბედურს დედას, ხელს ვერ მოუსვამ ტკბილს ძუძუზედა!...
«ვედრას, კარგებს ხელს ბატონი, აღარ გერგება დედის ალერსი,
მეც საუკუნოთ მრჩება სირცხვილა, დანაშაული,—რისთვისაცა ვკვნესი!...
შენ ხომ მე სადღა გაგახსენდები, მაგრამ მე შენ არ დამავიწყდები...
სხვანი გაგზრდიან, შეგიფარებენ და ისე ტანჯვით გამოიზდები...
გეტყვიან, ჩვენთვის შენ უცხო ხარო, ამოგიკვდება გული ობოლსა,
იკითხავ მშობლებს, შენსა ოჯახსა, და ვერ იპოვნი შენს მშობელსა!...
«ასე ტანჯული, უმანკო სული, უნდა ჰღოღავდე უცხოებშია,
და შეჰნატროდე დედების ალერსს; მარტო იქნები სხვის შვილებშია.
ასე იქნები სულით მოღრუბლულ, მსმენი ყვედრების, ბედის მწყევარი,
მომიტევე მე, დედას უბედურს, ნუღარ იქნები ჩემი მდევარი!...
«შენ გძინავს, შვილო!... უკანასკნელათ, მიტკრა მაინც ამ ტანჯულს გულზედ,
ხვალ ვეღარ გნახავ მე უბედური და დამერთვება მე წყლული წყლულზედ...
მანამ ხარ ყრმა და სიმწარე შენ არა, გწვევია, იძინე შვილო,
მანამ ბოროტი და გულს ვარამი არა გწვევია, იძინე ტკბილო!»...
აქ უცებ მთვარემ გამოანათა და ტყის პირს ქოხი გამოჩინა;
ქალ, მორთულგვარე, დაღონებული და ფერწასხდილი ძლივს წადგა წინა.
ქოხის კარებს რა დაუახლოვდა, ძირს დასდო შვილი წყნარათ, სიფრთხილით,
შეშინებული და ფერმიხდილი უცებ მოშორდა ცხარის ტირილით!....
თ. რაფიელ ერისთავი.