როცა ბულბული განთიადისას ..
3
ნოე
2025
გალაკტიონ ტაბიძე
როცა ბულბული განთიადისას
ტყეებს და მინდვრებს მოჰფენს თავის ხმებს
და აღგზნებულად სადმე ბუჩქებში
შაშვი ჩაიკვნეს-ჩაიჭახჭახებს,
როცა ტოროლა ლაჟვარდ სივრცეში
კამარას შეკრავს, შეინავარდებს,
ეშხით დახედავს მინდორს დაფენილს,
შემდეგ წკრიალით შეუწყობს ჰანგებს.
როს ნაკადული მაღალს კალთებში
გზას მიიკაფავს, ირხევა, სხლტება,
რა გენაღვლებათ, მეც იმათ შორის
მქონდეს მცირედი თავისუფლება!..