როცა დავრწმუნდი..
19
იან
2025
თამაზ ბაძაღუა
როცა დავრწმუნდი,
რომ ვერასოდეს გაიღვიძებ ვარსკვლავის გულში,
რომ ვერასოდეს ჩამოსძახებ
შუა ძილშიო ჩაყვინთულ ფანჯრებს:
გადაიძვრეთ ღამის საბანი,
გადმოფერთხეთ მრუში სიზმრები,
როცა დავრწმუნდი,
რომ ვერასოდეს გაიღვიძებ იმ ქალის ტანში,
და იმ ფიქრებსაც
ვერასოდეს გადაურბენ თავზე ხარხარით,
ვერასოდეს მიიკრავ გულთან
ბედსნიერებას-სულ რომ ასე გეცოტავება,
როცა დარწმუნდი და ხელები გარეთ დაყარე,
შენი ლოგინი ისე შეირხა,
თითქოს ახალი საფლავიდან
მიცვალებული წარმომდგარიყოს.