როცა გარშემო ღამე ..
5
სექ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
როცა გარშემო ღამე ბნელია,
თეთრო ყვავილო უცხო მდელოსი,
გგრძნობენ, გფიქრობენ და მოგელიან
შენ პოეტები საქართველოსი.
უცხო ასულო, ვიქნებით თქვენი
პალლადინი და მარად ძმობილი,
მხოლოდ გიყვარდეთ ამდენის მთმენი
ოცნება, ორად გულგაპობილი.