როცა ყველაფერი იწვის..
22
იან
2025
ვახუშტი კოტეტიშვილი
როცა ყველაფერი იწვის
ისე, როგორც წკირი წიწვის,
იწვის წიგნი, იწვის ხატი,
წარსული და აწმყო იწვის,
როცა დგება აღზევება
ღვარძლის, სულიერი სიძვის,
როცა ტყვიის წვიმა დასწვიმს
ჯვარს, ქაშუეთს, ილორს, ყინწვისს,
როცა იწვის ყველაფერი,
თავად რწმენა ცის თუ მიწის,
მაშინ შეგვეწიე, ღმერთო,
როცა ყველაფერი იწვის.