რშია საქმე
9
სექ
2026
მუხრან მაჭავარიანი
კი მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?
ქართული იქნებ ვინმეს ნორჩი ჰგონია ენა?
ვინმემ...
არცაა გასაკვირი,
არ იცის იქნებ -
ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა ქართული წიგნი.
არა!
ეს ასე რომ არ იყოს,
კიდე - ხო - მარა! -
ასე რომ არის?!
არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა მე მგონი ცოტა.
არც იმას -
წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა!
კრწანისის მიწად,
ასპინზის მიწად!
დიდგორის მიწად!
მარაბდის მიწად -
განა ქართველი არა ერთი იმიტომ იქცა, -
ქართულს ნატრობდეს დღეს ქართველი სიტყვას?!
კი მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?!
ქართული იქნებ ვინმეს
მდარე ჰგონია ენა?!