რთველი
17
აგვ
2026
შიო მღვიმელი
ადე, პირი დაიბანე,
გამოფხიზლდი, ჩემო თინა!
რახანია ცელქმა სიომ
ვენახები დაირბინა.
ვაზებს ჩხები შეურხია
ისე, რომ არ შეაშინა;
ქარვა-მტევნებს გადაჰკოცნა,
რთველიაო, აგრძნობინა.
დღეს ჩვენც მისთვის ვემზადებით
გოდრებით და კალათითა,
რადგან მეტი სიმწიფისგან
ზედ ადნება ვაზებს თითა.
ადე, გასწი ვენახისკენ,
დედის გულის ბარაქალა,
იქ მიგელის ბუდეშური,
მარცვალა და ხარისთვალა.
შენებურად დაფაცურდი,
დატრიალდი, დაირბინე,
ვაზებს რთველი მიულოცე,
აკოცე და აკოცნინე.