საახალწლო ელეგია
10
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩიე ღამეს,
ის სინათლე, ვიცი, გამაწამებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს.