საღამოხანი
13
მარ
2025
ნიკო სამადაშვილი
შენ სეირნობდი მთაწმინდის გასწვრივ,
ფიქრებს სკათ ჰქონდათ ეგ თავის ქალა.
შორს მცხეთა სჩანდა ზარჩაწყვეტილი,
ქვევით კი მტკვარი და ნარიყალა.
თითქოს გინდოდა, რომ მეც გამცლოდი,
სიტყვა აგეგდო ბანზე როგორმე.
ასე იციან, შენ გენაცვალე,
ასე იციან დარდებმა ხოლმე.