საყვედური დამწყებ ეშმაკს ბებერი ეშმაკისაგან

თეთრი ძაფით ხარ ნაკერი, ბრიყვო,

ნეკში ვინახავ ჭკუას შენოდენს,

ეშმაკი უნდა ისეთი იყოს,

რომ ეშმაკობა არ სჭირდებოდეს.