საქართველოში ყველა ციხესთან..
16
ივნ
2025
შოთა ნიშნიანიძე
საქართველოში ყველა ციხესთან
მე ჩამივლია ყინჩად, გულდიდად,
ყველა ბურჯიდან თუ ქონგურიდან
მწარე წარსული გადმოიხედავს.
ო, წინაპარო, დროის გრიგალთა,
მხოლოდ ეს ციხე რჩება მოწმობად.
ბეჭიდან ჩრდილი ჩამოგივარდა,
ისიც მონღოლის ცხენმა მოძოვა.
ვინა ვარ, რა ვარ, რა გზებს შემოვრჩი
ან სული ასე რად ამიკვნესდა?
ერთი კი ვიცი: საქართველოში
მე მოკლული ვარ ყველა ციხესთან.