სჩანს, ახლოა ქარიშხალი
2
ივნ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ცა ღრუბლებით დაიბურა,
მზე მინელდა სხივმიმქრალი,
სჩანს, ახლოა აღელვება,
სჩანს, ახლოა ქარიშხალი!
სიო არ ჰქრის, მაგრამ მაღლა
აშრიალდა ხის მწვერვალი,
სჩანს, ახლოა აღელვება,
სჩანს, ახლოა ქარიშხალი!
მძლედ დაჰქროლე, ქარიშხალო,
ააღელვე მთა და ბარი,
ეს სიჩუმე მე გულს მიკლავს,
სხვა ძალა მსურს, სხვა სიზმარი!