სძინავს რადიოს ..
27
მაი
2025
ოთარ ჭილაძე
სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს…... ყველაფერს სძინავს.
მე აღარ მიყვარს, აღარ მაკვირვებს
რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ.
რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ,
ის უკვე ცაში ვარსკვლავად ბრწყინავს.
სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს... ყველაფერს სძინავს.