სევდიანი თიბათვისა
7
ივნ
2026
იზა ორჯონიკიძე
წელს უჩემოდ ჩაატარა
გაზაფხულმა ზიზილები...
ხსოვნის მძიმე ფარდის უკან
ვზივარ... სარკმლით ვიმზირები...
არავინ ჩანს მომავალი
მტვერში ასვრილ ქარის მეტი,
ჩიტი აჭიკჭიკდა უბის -
აბდალი და აბუეტი,
აჩემებულ ჰანგზე უსტვენს!
ვიდრე ჩაშავდება ილი,
რა იქნება მზეს ამოჰყვე,
"განმინათლო გულის ჩრდილი?!"