შალვა დადიანს

დღეს შალვა დადიანი შემომხვდა და მითხრა:

ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!...

ძვირფასო შალვა, არათუ კაცმა,-

ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.

შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,

ღომელიც არის პატარა ჯვარცმა.