შეკეცე სურვილი ..
18
იან
2026
ჯანსუღ ჩარკვიანი
შეკეცე სურვილი
სივრცე და ტრამალი,
ტკბობას და სიცოცხლეს
მეორედ ვინ მოგცემს.
"უფრთხილდი მანქანას",
"უფრთხილდი ტრამვაის".
"უფრთხილდი ელმავალს",
"უფრთხილდი სიცოცხლეს".
ისმინოს,
ისმინოს,
ვის აღზრდა სწყურია:
-ნუ აღფრთოვანდები
და ცოტა ილხინე.
"ეს სასიკვდილოა" ,
"ის აკრძალულია".
სიფრთხილე!
სიფრთხილე!
სიფრთხილე!
სიფრთხილე!
სიფრთხილეს თვალი აქვს,
სიფრთხილეს ყური აქვს,
სიფრთხილეს შია და
სიფრთხილეს სწყურია.
სიფრთხილეს არ სტკივა
არც გული, არც თავი,
სიფრთხილეს არ უთქვამს
არასდროს მართალი.