შემოდგომის დღე
9
ივლ
2025
ვახუშტი კოტეტიშვილი
ქარს გაახელებს სურნელი მიწის
და ნდომის ჟინი გაავერაგებს,
ნოემბრის ხენი ჰკარგავენ სირცხვილს
და ქარს ატანენ ყვითელ პერანგებს.
მეზობლის ცოლი დარდობს ადრევე
და წვიმის შიშით ვეღარ ისვენებს;
თან ეზარება ქოლგის წათრევა,
თან კატასავით უფრთხის სისველეს.
ქუჩებში უკვე არ ჩანს არავინ,
ციდანაც წვიმის წვეთები ცვივა;
ქალაქს ღრუბლები რუხად ფარავენ
და თმების ვარცხნით ერთობა წვიმა.