შემოდგომის ქარი
18
სექ
2026
გოდერძი ჩოხელი
საბრალოა შემოდგომის ქარი,
დაჰქრის,დაჰქრის, სულ რაღაცას ტირის
ვინ დაჰკარგა? ან ვინა ჰყავს მკვდარი,
რომ ვერ მორჩა გაუთავებ ჩივილს.
სულ გაგიხსნი, გულს გაგიღებ ქარო,
მოდი ჩემთან, მოდი მომეპყარი,
რას გაიგებ იქნებ ჩემთან არი
ვინც დაჰკარგე, ჩემს გულშია მკვდარი.