შემოიკრიბნენ ტაძრად გლეხკაცნი..
17
აგვ
2025
ანა კალანდაძე
შემოიკრიბნენ ტაძრად გლეხკაცნი,
კუთხეში ჩუმად, თავისთვის მიდგნენ...
მწუხარს,ნაღვლიანს გესროდნენ მზერას,
როგორც სასწაულს, მოვლენის ციდან...
დავიწყებოდათ მიუწვდომელი,
კანდელი ხატთან ობლად კრთებოდა,
ო, მიწისაკენ მოქცეულ სულებს
ცა და ციური დავიწყებოდათ.