შენ კვლავ მოხვედი ჩემს ტაძართან..
24
თებ
2026
ანა კალანდაძე
შენ კვლავ მოხვედი ჩემს ტაძართან
ამ საღამოსაც
და კვლავ ვერ ბედავ შიგ შემოსვლას...
ჩემი სამოსი
იისფერია,
ვით შიშველი მწუხრის რტოები..
სულნი ეძებე ამ დროს მიწის
განმარტოებას
და მიწის ძეთა უცხო ხილვით
აჯილდოებენ...
ვარსკვლავის სულო,
შეგიძლია მოახლოება!