შენ მაღალი ხარ ..
13
ივლ
2026
ოთარ ჭილაძე
შენ მაღალი ხარ და ჩემი ხმები
იკარგებიან სადღაც ჩვენს შორის...
მე მათ ნამტვრევებს ვპოულობ მერე
მზეში, წვიმაში, თოვლში ან ქარში.
ასე აეწყო ჩემი ცხოვრება
და ამის მერე ჩემი ცხოვრება
არ გაზომილა წელიწადებით.
მე მას ვზომავდი მხოლოდ იმ თრთოლვით,
მხოლოდ იმ შიშით და აღტაცებით,
რითაც სავსე ვარ შენგან და შენთვის.
მე შენს ქუჩებში და მოედნებზე
გავზარდე ჩემი სული და თვალი
და ამ ქუჩებში და მოედნებზე
ვდგავარ უსაზღვროდ შეყვარებული.