შენი ქება მქონია..
18
მაი
2025
გიორგი შატბერაშვილი
შენი ქება მქონია
აღებული იჯრითა...
მაგრამ შენი თვალები
მე სიმღერას მიშლიდა,
საიდუმლოს სალოცავს
ვჩურჩულებდი შიშითა.
შენი თეთრი კბილები
მიწყობილი მიჯრითა...
სანამ გული მერჩოდა,
სანამ თვალი მიჭრიდა,
შენი, შენი მშვენება
მე სიყვარულს მიშლიდა,
საიდუმლო სალოცავს
შეგყურებდი შიშითა.