შენი სიმღერა კლდეებზე ჟონავს..
26
აპრ
2026
ფრიდონ ხალვაში
შენი სიმღერა კლდეებზე ჟონავს,
მე იმ ნაჟურით ავივსე პეშვი,
მამას რომ მიეც მკლავებში ღონე,
შენ დაგიბრუნა ისევე მთებში.
ჩემი სადილი მთას მეგულება
წყაროსთან ჩემი ტაბლა _ ლოდია,
ხევებში, როგორც ქალიშვილები
თეთრი ნისლები მიდი-მოდიან.