შენი ჭირიმე ხმლის პირო ..
15
სექ
2025
გოდერძი ჩოხელი
შენი ჭირიმე ხმლის პირო
მგლურად მიმყოლო მტრებისა,
ჯავრს რო არ აჭმევ კაი ყმას
იმედო ქართველებისა.
დაღლილო უქმად გდებისგან,
მკვდარივით გაშტერებულო
ჩვენი ტირილის ხმებისგან.
შენი ჭირიმე, ნუ დარდობ
ნალესო კაი ყმებისგან,
ერთს თუ მოგვიკვლენ იცოდე
სხვა კიდევ გაიზრდებისა“