შენნი დალალნი ყრილობენ გველად..
1
ოქტ
2025
ნიკოლოზ ბარათაშვილი
შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!
ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!