შენთვის მზე ჩაქრა, შენთვის ქარია
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
შენთვის მზე ჩაქრა, შენთვის ქარია,
ან გადარჩენას როგორ ვეცდები.
ჩემი თვალები ცრემლიანია
და მწუხარეა ჩემი ლექსები.
ხმები გაფანტეს ირგვლივ ზარებმა,
უხეში დროა და მე ვილევი.
მზიანი დღეა და მდუმარება,
მზიანი დღეა და სურვილები.