შევჭიკჭიკდი და გამექცა თვალი ..
12
ივნ
2025
გივი ჭიჭინაძე
შევჭიკჭიკდი და გამექცა თვალი
იქით, საითაც შვენოდა არეს
ულამაზესი პატარა ქალი,
პატარა, მაგრამ ბრდღვიალა მთვარე...
მიმიხვდა მაცდურ გრძნობას რომ ავყევ
და სასმისს მისწვდა კაცი კაცური.
მე კი კარგახანს მეწვოდა სახე
მისი ღიმილის სილაგაწნული.